Time of Israel-ის ინფორმაციით, 12 ივლისს ისრაელის ბიოლოგიური კვლევის ინსტიტუტმა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება გამოაცხადა, რომ კომპანია NRx Pharmaceuticals-თან Covid-19-ის ვაქცინის ბოლო საცდელი ეტაპის ჩატარებასთან დაკავშირებით ხელი მოეწერა შეთანხმებას.
როგორც ცნობილია, ისრაელის ვაქცინა Brilife-ი გამოიცდება ათასობით მოხალისეზე საქართველოში, უკრაინასა და ისრაელში. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
ისრაელის ვაქცინამ კვლევების პირველი ეტაპი 2020 წლის დეკემბერში გაიარა.
,,მე ველი, რომ ამ შეთანხმებით ისრაელი საკუთარი ვაქცინის განვითარებას დაასრულებს და ვაქცინების დამოუკიდებლად წარმოება შეგვეძლება. რადგან, როგორც ბოლო დროს ჩანს, კორონავირუსი არსად წასვლას არ აპირებს", – თქვა თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა ბიოლოგიურ კვლევის ინსტიტუტსა და ფარმაცევტულ კომპანიას შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ.