არსენ ავაკოვმა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა თანამდებობა დატოვა. როგორც ცნოლია, გადადგომასთან დაკავშირბით განაცხადება უკვე დაწერა.

„უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მან წარადგინა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება“, - ნათქვამია უკრაინის შსს-ის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, არსენ ავაკოვი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად 2014 წლის 27 თებერვალს დაინიშნა.