საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მღვდელს, რომელმაც რომელიც 5 ივლისს, "თბილის პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე ხალხს ძალადობისკენ მოუწოდა, ეკლესიაში "სასტიკი საყვედური" მიიღო.
"ის სასულიერო პირი, რომელმაც მსგავსი მოწოდებები გააკეთა (ძალადობრივი) დაბარებული იყო, მიიღო სასტიკი საყვედური და საჯაროდ, ჩაწერა და გაავრცელა თავისი შენდობის ვიდეო. ეს ნიშნავს, რომ რაიმე კიდევ ერთი გადაცდომა გამოიწვევს მძიმე სასჯელს მის მიმართ. თუ მსგავსი ფაქტი ისევ იქნება მომაწოდეთ და განვიხილავთ"- აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.
მისი თქმით, 5 ივლისს მღვდლები ჟურნალისტებს “ეფარებოდნენ და იცავდნენ”.
ცნობისთვის, დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართულ ძალადობრივ აქციაზე მოქალაქეებს “ღვთისა და სამშობლოსთვის” ძალადობისკენ ღიად მოუწოდა.
“არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ღმერთისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის”, — მიმართა მან რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს.