აშშ-ის მარეგულირებელი Johnson & Johnson-ის ვაქცინასა და იშვიათ დაავადებას შორის კავშირის თაობაზე მოსახლეობას აფრთხილებს

აშშ-ის მარეგულირებელმა უწყებამ (FDA) Johnson & Johnson-ის წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ახალი გაფრთხილება დაამატა, რომ არსებობს შესაძლებელი კავშირი ვაქცინასა და იშვიათ ნევროლოგიურ დაავადებას შორის, რომელიც გიიენ-ბარეს სინდრომის (GBS) სახელით არის ცნობილი.

FDA–ს ორშაბათის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ შემთხვევებიდან 55 იყო სერიოზული, ვაქცინირებულები საავადმყოფოში მოთავსეს, ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა.

გიიენ-ბარეს სინდრომი შვიათი ნევროლოგიური აშლილობაა, რომელიც აზიანებს ნერვულ უჯრედებს და შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე. იშვიათ შემთხვევებში, მას შეუძლია გამოიწვიოს დამბლა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანახმად, შემთხვევები ძირითადად დაფიქსირდა J&J-ის ვაქცინის გაკეთებიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ და ძირითადად მამაკაცებში, 50 წლის და უფროსი ასაკის წარმომადგენლებში. სააგენტოს ცნობით, არსებული მონაცემები არ ჩანს Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინების შემთხვევაში.

Johnson & Johnson-ის განცხადებით, ვაქცინასა და სინდრომს შორის კავშირს განიხილავენ.