ჰენრიეტა ფორიმ, გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს აცნობა.
გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობის დატოვების მიზეზი მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
გენერალურმა მდივანმა მის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
"გენერალურ მდივანს სურს გულწრფელი მადლიერება გამოუცხადოს ქალბატონ ფორეს გაეროს ბავშვთა ფონდის შთამაგონებელი ხელმძღვანელობისა და მთელი მსოფლიოს ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესებისათვის", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
"ეს რთული გადაწყვეტილება იყო. მადლობა მთელს მსოფლიოში ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის გახსნილი შესაძლებლობებისთვის“, - აცხადებს ჰენრიეტა ფორი.
მისივე თქმით, გაეროს გენერალურ მდივანს პირობა მისცა, რომ პოსტს მანამ არ დატოვებს, ვიდრე მის შემცვლელს არ შეარჩევენ.
ჰენრიეტა ფორი UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე 2018 წლის 1-ელი იანვრიდან დაინიშნა.