პატრიარქთან, მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი განიხილეს - საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და ილია მეორემ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით",-აღნიშნულია ინფორმაციაში.