საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 21 კმ-ში, სოფელ სამებასთან იყო
„დღეს, თბილისის დროით 11:04 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 21 კმ-ში, სოფელ სამებასთან მოხდა 3.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბოლო ერთ კვირაში მიწისძვრაა დაახლოებით მეცხრედ დაფიქსირდა.