ამირან გამყრელიძე: ამ ეტაპზე ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის 28 000 დოზაა შემოსული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანამ ამ ეტაპისთვის Pfizer-ის ვაქცინის 28 000 დოზა მიიღო, ვაქცინის დარჩენილი პარტიები კი საქართველოში ეტაპობრივად შემოვა.

გამყრელიძე განმარტავს, რომ 28 000 დოზა ორად გაიყოფა და მეორე ნაწილი პირველადი დოზით აცრილ მოქალაქეებს შეენახებათ.

„გუშინ გვიან ღამით ქვეყანაში შემოვიდა Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია Pfizer-ს შორის ბილატერალური ხელშეკრულების შედეგად მივიღეთ. დღეს სამი საათიდან დაიწყება ჯავშნების გაკეთება Pfizer-ზე, 16 ივლისიდან კი აცრები. ეს არის პირველი პარტია მილიონდოზიანი ხელშეკრულებისა, ხოლო მეორე ან მესამე პარტია თანდათანობით უკვე ივლისის ყოველ კვირაში უნდა შემოვიდეს. წლის განმავლობაში ამ ხელშეკრულებით Pfizer-ის მილიონამდე დოზა უნდა გვქონდეს. მოგეხსეენებათ, დამატებით Pfizer იქნა გამოყოფილი აშშ-ის მხრიდან დონაციის ფარგლებში, რომლის კონტრაქტის დაზუსტებაც სწორედ ამ დღეებში მიმდინარებს. მალე გახდება ცნობილი, ჩვენი ქვეყნა ამ ვაქცინების რამდენ დოზას და როდის მიღებს აშშ-სგან. ამ ეტაპზე შემოსულია 28 000 დოზა, რომელიც გაიყოფა ორ ნაწილად“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, ივლის-აგვისტოში დამატებით, Pfizer-ის 500-600 ათასი დოზა შემოვა ქვეყანაში.

,,Pfizer-თან ხელშეკრულებით ასე, რომ ყოველკვირეულად გარკვეული დოზები შემოვა. მომავალ კვირაში კიდევ დამატებით დაახლოებით, ამ მოცულობის ვაქცინა უნდა შემოვიდეს. ივლის-აგვისტოში ჩვენ გვექნება Pfizer-ის 500-600 ათასი დოზა. დანარჩენის შემოტანა თანდათან გაგრძელდება და სადღაც, ოქტომბრის ჩათვლით ქვეყანაში მილიონზე მეტი Pfizer-ის დოზა უნდა იყოს შემოტანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია