ავიაკომპანია Lufthansa ბორტზე მგზავრებისადმი მისასალმებელ სიტყვას აუქმებს

,,ქალბატონებო და ბატონებო მოგესალმებით ბორტზე", - ავიაკომპანია Lufthansa-ს მგზავრებმა ეს სიტყვები შესაძლოა ვეღარ მოისმინონ.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, ავიაკომპანია მიიჩნევს, რომ მსგავსი მისალმება გენდერული ნიშნით არ არის გამართლებული.

მისასალმებელი სიტყვა, სავარაუდოდ, შემდეგნაირად ჩანაცვლდება - ,,ძვირფასო მგზავრებო" ან ,,მოგესალმებით ბორტზე".

გამოცემა წერს, რომ ჯერჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია, თუ როდის გააუქმებენ Lufthansa და მისი შვილობილი კომპანიები მგზავრების მისასალმებელი სიტყვის ამ ფორმას.

ნეიტრალური ფორმით მისალმების ვალდებულება Lufthansa-ს შვილობილ კომპანიებს - Eurowings-ს , შვეიცარიის, ავსტრიისა და ბრიუსელის ავიახაზებსაც შეეხებათ.

ყველა ეკიპაჟს მოეთხოვება, რომ გენდერულად ნეიტრალური ფრაზები გამოიყენონ მგზავრებთან მისასალმებლად.