ამირან გამყრელიძე: ლუგარის ლაბორატორიაში ,,დელტა" შტამის 79 შემთხვევაა დადასტურებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ბრიტანულ შტამთან ერთად "დელტა" შტამიც ცირკულირებს.

მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში „დელტა" შტამის 79 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა არსებული გათვლებით, „დელტა" შტამი 20%-ზე მეტად ცირკულირებს.

„ეს მაჩვენებელი გაიზრდება და წინ ვერ აღვუდგებით, რადგან ტენდენცია ასეთია, რომ ბრიტანულ შტამს სწორედ „დელტა" შტამი ანაცვლებს, რომელიც ხასიათდება მეტი გადამდებობით, განსაკუთრებით - ახალგაზრდებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.