Pfizer-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ვერ ხერხდება. საიტი booking.moh.gov.ge, სადაც რეგისტრაცია მიმდინარეობს, გათიშულია.
რეგისტრაცია დღეს, 14 ივლისს 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.
Pfizer-ის ვაქცინის 28 ათასი დოზა საქართველოში დღეს ჩამოვიდა.
Pfizer-ის ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.