ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რატომ შეფერხდა Pfizer-ით ვაქვცინაციაზე რეგისტრაცია.
როგორც მან ,,კურიერთან" საუბრისას აღნიშნა, ხარვეზი გამოწვეულია მაღალი მიმართვიანობით.
მისი თქმით, IT სამსახური მუშაობს ხარვეზის აღმოფხვრაზე.
,,შეფერხებები არის კვლავ რეგისტრაციის სისტემაში, ეს უნდა დავადასტუროთ და პირველ რიგში, მე კვლავ მინდა ჩვენს მოქალაქეებს გულწრფელად მოვუხადო ბოდიში ამ შეფერხებების გამო. შეფერხებებს სხვა პერიოდში იწვევდა როგორც ჩვენთვის სხვადასხვა სამსახურებიდან მოწოდებული ინფორმაციით ცნობილი იყო კიბერთავდასხმები. ამ ჯერზე ეს დაფიქსირებული ხარვეზი გამოწვეული არის მაღალი მომართვიანობით და ჩვენი მოქალაქეების დიდი ინტერესებიდან ვაქცინაციის პროცესზე. რა თქმა უნდა ძალიან ცუდია, რომ მსგავსი ფაქტი კვლავ დაფიქსირდა და ვერ მოხდა მისი აღმოფხვრა დროულად.
ამ ეტაპისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არის მივლენილი ყველა შესაძლო IT სამსახური, რომელიც მუშაობს მათთან ერთად ამ ხარვეზის გამოსწორებაზე და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს ვადაში მოხდება ამ ხარვეზის არმოფხვრა. თუმცა პარალელურად მინდა ჩვენი მოქალაქეებიდავამშვიდო იმ მიმართულებით, რომ დღეს გამოცხადებული დოზების რაოდენობა არ არის საბოლოო რაოდენობა, შესყიდვა განხორციელებულია, გადარიცხულია სრული თანხა," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, Pfizer-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ვერ ხერხდება. საიტი booking.moh.gov.ge, სადაც რეგისტრაცია მიმდინარეობს, გათიშულია.