იტალიის მთავრობამ ვენეციაში საკრუიზო გემების შესვლა აკრძალა

UNESCO-ს მუქარის შემდეგ, რომ ვენეციას საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანენ, პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის მთავრობამ ვენეციაში საკრუიზო გემების შესვლა აკრძალა.

განკარგულების თანახმად, რომელიც იტალიის მთავრობამ დაამტკიცა, ვენეციაში საკრუიზო გემების შესვლა 1-ლი აგვისტოდან იკრძალება. აღნიშნული გადაწყვეტილება 25,000 ტონაზე მეტი წონის გემებზე გავრცელდება.

ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და კულტურული ორგანიზაციების ინტერესები ტურიზმის ინდუსტრიის მოთხოვნებს აღემატება.

პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის ოფისის განცხადებით, ცვლილებებით დაზარალებული მუშაკები და კომპანიები კომპენსაციას მიიღებენ.

ამ გადაწყვეტილების მიღებას, ათწლეულების განმავლობაში ითხოვდნენ ვენეციელები და გარემოს დამცველები.