სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის საფრანგეთი თავისუფლების სინონიმია, ჩვენი ევროპული მისწრაფების სიმბოლო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და ფრანგ ხალხს ბასტილიის აღების დღეს ულოცავს.

"საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის საფრანგეთი თავისუფლების სინონიმია. მისასალმებელი ქვეყანა და დემოკრატია, ჩვენი ევროპული მისწრაფების სიმბოლო. ჩვენ უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე. ვულოცავთ ფრანგ ხალხს დღევანდელ დღესასწაულს", - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

14 ივლისი საფრანგეთის ნაციონალური დღესასწაულია. ის 1880 წლის შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება. ბასტილიის ციხე, რომელიც სახელმწიფო დამნაშავეების პატიმრობის ადგილი იყო, 1789 წლის 14 ივლისს შტურმით აიღეს.