"აცრა არის ნებაყოფლობითი, ვერავის დავაძალებთ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამის მიუხედავად, დამსაქმებლებმა უნდა შეიმუშაონ გეგმა, რათა დასაქმებულები მაქსიმალურად აიცრან.
„მოგეხსენებათ, აცრა არის ჩვენთან ნებაყოფლობითი. ეს არ არის ძალდატანებითი და ვერავის დავაძალებთ. დამერწმუნეთ, რომ ეს მოწოდებები და ჩვენი თვითშეგნება უნდა იყოს იქით მიმართული, რომ აცრის გარდა ეპიდემიას ვერაფერი დაამთავრებს.
მაგალითად გეტყვით, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცრილია დასაქმებულების 61%, ამ თვის ბოლოს უკვე აცრილი იქნება 90%-მდე.
ყველა დაწესებულების ხელმძღვანელმა უნდა გაითავისოს, მიკროგეგმა შეიმუშაოს და დასაქმებულები აცრას. ეს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის განცხაებით, "ამ ეტაპზე ვაქცინაციის სავალდებულოობა არ განიხილება, რადგან ჯანდაცვის სისტემა მოსახლეობის დამყოლობას ენდობა".