დღეს ჯო ბაიდენი ანგელა მერკელს შეხვდება

დღეს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს თეთრ სახლში უმასპინძლებს.

როგორც Cbnc წერს, ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერთან მწვავე საკითხების სერიას განიხილავს. მათივე ცნობით, განხილვის მთავარი თემები რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“, ჩინეთთან ურთიერთობები, ავღანეთში უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობა, დიდი ხნის სავაჭრო ურთიერთობები და კორონავირუსის პანდემია იქნება.

ორივე მხარემ განაცხადა, რომ მათ სურთ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში დაძაბული ურთიერთობების აღდგენა. თუმცა მათი პოზიციები ყველაზე სადავო საკითხებზე კვლავ განსხვავებულია.

ანგელა მერკელის კანცლერის რანგში ეს აშშ-ში სავარაუდოდ ბოლო ვიზიტი იქნება.