ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი „მარია კანალსის“ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა.
ესპანეთში მიმდინარე პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში მთელი მსოფლიოდან 400 მუსიკოსი მონაწილეობდა, კონკურსი რამდენიმე ეტაპად გაიმართა.
20 წლის ქართველმა პიანისტმა პირველი პრემია და მსმენელის სპეციალური პრიზი მიიღო.
საერთაშორისო კონკურსის ფინალი გუშინ საღამოს ბარსელონაში ჩატარდა. ქართველმა პიანისტმა კატალონიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტი დიდ დარბაზში დაუკრა.
როგორც ცნობლია, „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ პირველი პრემიის ლაურეატი ორწლიან კონტრაქტს აფორმებს, რომლის მიხედვითაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიწერება საკონცერტო პროგრამა.