ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 1 398 ადამიანს დაუდასტურდა, 1 164 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 ინფიცირებული გარდიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 382 734 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 362 491, გარდაიცვალა 5 503 პაციენტი.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 867 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 167 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 700 PCR ტესტით.
დადებითობის მაჩვენებელი: 14 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.21% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.65%.
ინფიცირების 1 398 ახალი შემთხვევიდან 813 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 93, იმერეთი - 115, ქვემო ქართლი - 94, შიდა ქართლი - 49, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 59, კახეთი - 84, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 36, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.
მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 14 714 საიდანაც: 3 838 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 326, აჭარაში - 200, იმერეთში - 431.
მძიმე პაციენტი: 756, მათ შორის, თბილისში - 400, აჭარაში - 38, იმერეთში -162.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 166, მათგან თბილისში - 126 აჭარაში - 3, იმერეთში - 7.
1 065 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 790 - თბილისში, 267- აჭარაში. 9 811 ინციფირებული მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 35, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 14 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 943 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 947 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 528, პირი, აჭარაში - 1 122, იმერეთში - 1 086.