"სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი ორგანიზაციები აუცილებელია ჯანსაღი დემოკრატიისათვის", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
როგროც საელჩოს განცხადებაში წერია, სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლი უმნიშვნელოვანესია.
"სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი ორგანიზაციები აუცილებელია ჯანსაღი დემოკრატიისათვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში მათი როლი უმნიშვნელოვანესია. შეერთებული შტატები განაგრძობს მხარდაჭერას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისადმი, რომლებიც აკვირდებიან საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებს, მხარს უჭერენ საარჩევნო რეფორმას და ეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს, უკეთ იყვნენ ინფორმირებული თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.
ბათუმში ელჩი დეგნანი შეხვდა Eastern European Centre for Multiparty Democracy - EECMD-ის, სამართლიანი არჩევნები (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენლებს, სადაც ორგანიზაციების საქმიანობა და აჭარაში წინასაარჩევნო გარემო განიხილეს", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.