სებ: 2021 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 201.9 მლნ დოლარი შეადგინა

2021 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 201.9 მლნ დოლარი (638.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 19.3%-ით (32.7 მლნ დოლარით) მეტია 2020 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

"უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.3% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 94.7% მოდიოდა.

2021 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.5 მლნ დოლარი (83.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ივნისის (21.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20.8%-ით მეტია", - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.