მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 56 მილიონს გადააჭარბა. შესაბამისი ინფორმაცია ვებ-გვერდ worldometers-ზეა განთავსებული. ბოლო მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 56 016 137 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 39 028 474 და დაიღუპა 1 345 070 ადამიანი.
კორონავირუსის ყველაზე მეტი - 11.6 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მეორე ადგილს ინდოეთი 8.9 მილიონი შემთხვევით იკავებს, მესამეზე კი ბრაზილიაა 5.9 ინფიცირებულით.
ამასთან, ეპიდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების მილიონზე მეტი შემთხვევა აღნიშნული ქვეყნების გარდა დადასტურებულია: საფრანგეთში, რუსეთში, ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოში, არგენტინაში, იტალიაში, კოლუმბიასა და მექსიკაში.