ევროპულმა კომისიამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, უნგრეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ, ამ ქვეყნების მთავრობების მიერ ლგბტიქ პირებთან დაკავშირებული დისკრიმინაციული ზომების გამო, სამართლებრივი ზომების მიღება იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.
„თანასწორობა და ადამიანის უფლებებისა და ღირსების პატივისცემა ევრო-გაერთიანების ძირითადი ფასეულობებია, რომელიც გათვალისწინებულია „ევროკავშირის ხელშეკრულების“ მე-2 მუხლში. ევროპული კომისია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ამ ღირებულებების დასაცავად. კომისია უნგრეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ იწყებს სამართალდარღვევის შესახებ პროცედურებს, რომლებიც თანასწორობისა და ძირითადი უფლებების დაცვასთანაა დაკავშირებული. ამ ორ წევრ-სახელმწიფოს ორი თვის ვადა აქვს ევროკომისიისთვის პასუხის გასაცემად, მათ წინააღმდეგ წარდგენილი არგუმენტების საპასუხოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისიას შეუძლია, მის მიერ დასაბუთებული დასკვნა გადაუგზავნოს ევროკავშირის სასამართლოს შემდგომი სამართლებრივი ღონისძიებების განსახორციელებლად“, – აღნიშნულია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.