დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ერთხელ აცრის შემდეგ გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი ერთ ათეულს აღწევს, ხოლო ორჯერადად აცრილებზე მიმდინარეობს კვლევა.
,,პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები, სამწუხაროდ, დაახლოებით ერთი ათეული. ორჯერ აცრილებთან დაკავშირებით ახლა მიმდინარეობს კვლევა, შეიძლება იყოს ერთი, ვერ გეტყვით ჯერჯერობით.
ჩვენი მეექვსე ანგარიში ივლისის 20-დან 25-მდე უნდა გამოქვეყნდეს,"- განაცხადა გამყრელიძემ ,,ღამის კურიერის" ეთერში.