Pfizer-ზე რეგისტრირებული მოქალაქეების ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება

Pfizer-ზე რეგისტრირებული 12 000 მოქალაქის ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება. დოზები საქართველოს მასშტაბით სამ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარე შვიდ კლინიკაში გადანაწილდა.

კლინიკების ხელმძღვანელების განცხადებით, სამედიცინო პუნქტები აცრებისათვის მზად არის. Pfizer-ის დამატებითი დოზები ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა, წლის ბოლომდე, ჯამში, მილიონ 350 000 დოზა.