,,ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

,,ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ მახარაძის მეუღლე ლიკა კასრაძე აცხადებს.

,,დაახლოებით, 09:00 იქნებოდა სამართალდამცველები, რომ მოვიდნენ, ჩაატარეს სტანდარტული პროცედურა - ჩხრეკა. მათთვის საინტერესო ნივთები ამოიღეს და წაიღეს.

როგორც ვხვდები, გადაიყვანეს პროცედურულ ჩხრეკასთან დაკავშირებით, უნდა გააფორმონ წერილობით დოკუმენტაცია. დაკითხვა არის, თუ რა ტიპის პროცედურა მიმდინარეობს, არ ვიცი.

ჩხრეკის პროცედურა 2 საათის გამნავლობაში მიმდინარეობდა", - აცხადებს კასრაძე მედიასთან საუბრისას.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გურამ ფალავანდიშვილისა და ,,ალტ-ინფოს" დამფუძნებლების სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს.