BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთის ზოგიერთ ნაწილში, მოსწავლეებს სკოლაში დაბრუნების უფლება არ ექნებათ, თუ მათი მთელი ოჯახი კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად აცრილი არ იქნება.
ამასთან, ჩინეთის რამდენიმე ქალაქში განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა საავადმყოფოები და სუპერმარკეტები, ასევე მხოლოდ ვაქცინირებულები უნდა დაუშვან.
,,ვინც ჯერ არ არის ვაქცინირებული, უნდა იჩქაროს და აცრა გაიკეთოს, რათა ამან თქვენს ბავშვს სკოლაში დაბრუნებაში ხელი არ შეუშალოს”, - ნათქვამია ქალაქ ბეილიუს განცხადებაში.
ჩინეთი იმედოვნებს, რომ წლის ბოლოს COVID- ვაქცინაციის მიზანს მიაღწევს, რომელიც მოსახლეობა 64%-ის ვაქცინაციას ითვალისწინებს.