კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი ადასტურებს.
მისი განცხადებით, ჩვილს კორონავირუსის ალფა (ბრიტანული) შტამი ჰქონდა დადასტურებული და კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
,,სამწუხაროდ, კლინიკაში მოთავსებული პაციენტი, რომელიც ჩვენთან მკურნალობდა ორ კვირაზე მეტი პერიოდის განმავლობაში, რომელიც ინფიცირებული იყო ბრიტანული შტამით, გარდაიცავალა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სამედიცინო საზოადოება იყო ჩართული, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ძნელად ემორჩილებოდა მკურნალობას",- განაცხადა ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა.
მისივე ინფორმაციით, კლინიკაში რჩება კიდევ ორი ინფიცირებული ჩვილი, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა.
,,საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და მათი მდგომარეობა წინასწარი პროგნოზირების გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს", - განაცხადა რეხვიაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის შედეგად კი 13 გარდაიცვალა.