ფილოლოგი რამაზ ჭილაია გარდაიცვალა

ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ლიტერატურის თეორიტიკოსი რამაზ ჭილაია გარდაიცვალა.

რამაზ ჭილაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1977 წლიდან მუშაობდა და პედაგოგიურთან ერთად აქტიურ სამეცნიერო საქმიანობასაც ეწეოდა. ლიტერატურისა და კრიტიკის სფეროში მას არაერთი აკადემიური ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. 2020 წელს კრებულისთვის „პოეტიკური ჩანაწერები“ იგი გახდა ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებული წლის საუკეთესო კრიტიკის ნომინაციაში.