,,განცხადებები, რაც გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტის, საელჩოსა და სახელმწიფო მდივნის მიერ, ეს არ არის ნაჩქარევად გაკეთებული განცხადებები. ეს არის გზავნილი, რომელიც გამოხატავს სტრატეგიული პარტნიორის სერიოზულ შეშფოთებას და არ უნდა იყოს აღქმული, როგორც ნაჩქარევად გაკეთებული განცხადება", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
ელჩის განცხადებით, მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებით, აშშ მოუწოდებდა პოლიტიკურ ლიდერებს პროცესი შეეჩერებინათ, თუმცა ეს არ მოხდა.
,,სანქციები არის მრავალი ინტრუმენტთაგანი. საელჩომ, სახელმწიფო დეპარტამენტმა, ასევე სახელმწიფო მდივანმა გააკეთეს განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ იმედგაცრუებულები; რომ მიუხედავად ჩვენი მოწოდებებისა, ეს პროცესი დროებით შეჩერებულიყო, ეს ასე არ მოხდა.
საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა, მათ შორის, მმართველმა პარტიამ დადო პირობა, შეთანხმდნენ, რომ ეს პროცესი შეჩერდებოდა, ასე არ მოხდებოდა 19 აპრილის შეთანხმების თანახმად და პარლამენტს ჰქონდა ამისი უფლებამოსილება, შეეჩერებინა ეს პროცესი. განცხადებები, რაც გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტის, საელჩოსა და სახელმწიფო მდივნის მიერ, ეს არ არის ნაჩქარევად გაკეთებული განცხადებები. ეს არის არის გზავილი, რომელიც გამოხატავს სტრატეგიული პარტნიორის სერიოზულ შეშფოთებას და არ უნდა იყოს აღქმული, როგორც ნაჩქარევად გაკეთებული განცხადება", - განაცხადა კელი დეგნანმა.
ენტონი ბლინკენი: აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეების დამტკიცების გამო
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატი დაამტკიცა