პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი დაამტკიცა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც მანამდე სხდომათა დარბაზში მიმდინარე დაპირისპირების გამო ვერ იწყებოდა.
დღეს უზენაეს სასამართლოში დაინიშნენ: რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ლაშა ქოჩიაშვილი, ლევან თევზაძე, გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე.
პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა სამ კანდიდატს: ეკა ზარნაძეს, ქეთევან მესხიშვილსა და გიორგი შავლიაშვილის.
პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატთან გასაუბრება 6 ივლისიდან დაიწყო.
სამოქალაქო სექტორი და დიპლომატები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ აერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე.