ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფიციალური ვიზიტების განრიგი გამოქვეყნდა.
როგორც ცნობილია, შარლ მიშელი ბათუმში, 19 ივლისს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.
ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვდება მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
ამავე დღეს დაგეგმილია შარლ მიშელის საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთობლივი შეხვედრა, რის შემდეგაც გაიმართება პრესკონფერენცია.
განრიგის მიხედვით, საქართველოში ვიზიტამდე, 16 ივლისს, შარლს მიშელი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება. 17-ში პრესასთან ერთად ერთობლივ შეხვედრას გამართავენ.
17 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს შეხვდება.
18 ივლისს შარლ მიშელი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება და შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციას გამართავენ.