აშშ-ის საზღვაო სპეცრაზმში პირველად გაწევრიანდა ქალი

აშშ-ის საზღვაო ძალების ისტორიაში პირველად, ქალმა მეზღვაურმა წარმატებით დაასრულა საზღვაო სპეცრაზმის სწავლების კურსი. ნათქვამია აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ინფორმაციას Cbsnews-ი ავრცელებს.

ქალი იყო ერთ-ერთი იმ 17 კანდიდატიდან, ვინც წარმატებით დაასრულა 37-კვირიანი ინტენსიური „შეფასებისა და შერჩევის“ კურსი, რომ გახდარიყო საზღვაო სპეცრაზმის ეკიპაჟის წევრი (SWCC). გავრცელებული ინფორმაციით, მან საბრძოლო ნავის ოპერატორის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარა. მის სახელს უსაფრთხოების მიზნით არ ასახელებენ.

როგორც ცნობლია, საზღვაო სპეცრაზმში გაწევრიანებას 18 ქალი ცდილობდა, აქედან 14-მა ტესტი ვერ ჩააბარა. სამი პრეტენდენტი ჯერ კიდევ ატესტაციისთვის მომზადების სტადიაზეა.

როგორც საზღვაო ძალებმა განაცხადეს, ეკიპაჟის კანდიდატთა მხოლოდ 35% ახერხებს კურსის დასრულებას.