ავღანეთში Reuters-ის ჟურნალისტი მოკლეს

ავღანეთის სამხედრო ძალებსა და თალიბანის დაპირისპირების დროს, Reuters-ის ჟურნალისტი, დანიშ სიდიკი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი მაშინ მოკლეს, როდესაც ის პაკისტანის საზღვართან ავღანეთის უსაფრთხოების ძალებსა და თალიბებს შორის შეტაკებებს აშუქებდა.

სადიკიმ ავღანეთში მიმდინარე პროცესების გაშუქება დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო. იქამდე, ჟურნალისტმა ხელმძღვანელებს აცნობა, რომ მკლავში იყო დაჭრილი, თუმცა, ამის შემდეგ, თალიბების შეტევა განმეორდა.

„დანიში იყო გამორჩეული ჟურნალისტი, ერთგული მეუღლე და მამა და ჩვენი საყვარელი კოლეგა. ამ საშინელ დროს ჩვენ ფიქრებით მის ოჯახთან ვართ“, - ნათქვამია Reuters-ის პრეზიდენტის, მაიკლ ფრიდენბერგისა და მთავარი რედაქტორის ალესანდრა გალონის განცხადებაში.

დანიშ სიდიქი 2010 წლიდან იყო Reuters ფოტოგრაფთა გუნდის წევრი. მან 2018 წელს პულიცერის პრემია მიიღო როჰინჯა მიგრანტების კრიზისის გაშუქებისთვის.