გერმანიაში წყალდიდობას სულ მცირე, 120 ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიაში წყალდიდობას სულ მცირე, 120 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანს კი ეძებენ - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC წერს, გერმანიაში, სადაც ახლა დაღუპულთა რიცხვი 100-ს აღემატება, კანცლერმა ანგელა მერკელმა მოსახლეობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა. მან სტიქიის შედეგებს კატასტროფული უწოდა და დაზარალებულთა დახმარების პირობა დადო.

წყალდიდობის გამო, აირვაილარის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. რამდენიმე ქალაქი გარესამყაროს მოწყდა.

მინიმუმ 20 ადამიანი გარდაიცვალა ბელგიაში. დაზარალებულია ნიდერლანდები, ლუქსემბურგი და შვეიცარია.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ 20 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადა.

”ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით საბოლოო შედეგებს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ყველაზე კატასტროფული წყალდიდობა, რაც ოდესმე მინახავს ჩვენს ქვეყანას”, - თქვა მან.