ბელგიის ფედერალურმა მთავრობამ 20 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადა. რაც ბოლო დღეებში, ქვეყნის სამხრეთით მომხდარი წყალდიდობის შედეგად ადამიანების გარდაცვალებასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენი ქვეყანა ძალიან რთულ მომენტებს გადის. ჩვენი აზრები დაზარალებულებთან და მათ ახლობლებთან არის. მთელი ქვეყანა თანაუგრძნობს მათ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დე კროოს თქმით, აბსოლუტური პრიორიტეტი ახლა სამაშველო სამუშაოებია.
”ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით საბოლოო შედეგებს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ყველაზე კატასტროფული წყალდიდობა, რაც ოდესმე მინახავს ჩვენს ქვეყანას”, - თქვა მან.
როგორც ცნობილია, ბელგიაში, წყალდიდობის შედეგად მინიმუმ 20 ადამიანი გარდაიცვალა.