ვადის გასვლის გამო, ლიეტუვაში Moderna-ს ვაქცინები გაანადგურეს

ვადის გასვლის გამო, ლიეტუვაში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო Moderna-ს ვაქცინის 5 000 დოზა გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას Delfi.lt ავრცელებს.

ვილნიუსის ვაქცინაციის ცენტრის ხელმძღვანელის კიპრას კრასაუსკასის თქმით, "ისინი დიდ ძალისხმევას ეწევიან, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად მოხერხებული იყოს - მომავალ კვირაში ვილნიუსში სპეციალური მობილური ავტობუსები იმოძრავებენ".

ვაქცინაციის ცენტრის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს სხვა მწარმოებლების ვაქცინის განადგურება. მისი თქმით, ვაქცინაციის მსურველთა ნაკლებობის გამო ბოლო პერიოდში მუნიციპალიტეტების ნაწილი ვაქცინას არ იღებს.

"თუ არაფერი გამოგვივა და გაკვალული გზით ვივლით, შესაძლოა, უნდა დავგეგმოთ და ვაჩუქოთ ვაქცინა რომელიმე ქვეყანას", - განაცხადა კრასაუსკასმა.