6-საათიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალი წარუდგინეს.
ერიკ დიუპონ-მორეტის სასამართლო ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მიმართ ანგარიშსწორებას ედავებიან, რომლებთანაც მას ინტერესთა კონფლიქიტი, უთანხმოება ჰქონდა.
მინისტრი ბრალდებას უარყოფს.
დიუპონ-მორეტის ადვოკატები ბრალდების გაბათილებისთვის შუამდგომლობის დაყენებას გეგმავენ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ ის მთავრობაში დარჩება გამოძიების მიუხედავად.
დიუპონდ-მორეტი, სახელგანთქმული იურისტი, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მინისტრის თანამდებობაზე ერთი წლის წინ დაასახელა.