ნოტარიუსტა პალატის აჭარის წარმომადგენლობას დღეიდან ახალი მისამართი აქვს. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინიციატივით, ისინი ბათუმის იუსტიციის სახლის მე-16 სართულზე განთავსდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ნოტარიუსთა პალატის აჭარის ოფისი ბათუმის იუსტიციის სახლში ფუნქციონირებას უკვე დღეიდან შეუდგება.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სამუშაო ვიზიტით ქუთაისში, ოზურგეთსა და აჭარაში იმყოფებოდა . მან დასავლეთ საქართველოში სტუმრობა ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან შეხვედრით დაასრულა.
"რეგიონებში მინისტრის სამუშაო შეხვედრების მიზანი იუსტიციის სისტემის გამოწვევების იდენტიფიცირება და მათზე დროული და ეფექტიანი რეაგირებაა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.