COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 808 ადამიანს დაუდასტურდა, 361 გამოჯანმრთელდა, ხოლო 22 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 386 195 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 363 318, გარდაიცვალა 5 538 პაციენტი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 979 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 711 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 268 PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელი: 16 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.17 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.50% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.86%.

ინფიცირების 1 808 ახალი შემთხვევიდან 1 046 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 161, იმერეთი - 123, ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 78, გურია - 19, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 74, კახეთი - 111, მცხეთა-მთიანეთი - 39, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 17 313, საიდანაც: 4 135 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 519, აჭარაში - 211, იმერეთში - 495.

მძიმე პაციენტი: 805, მათ შორის, თბილისში - 430, აჭარაში - 39, იმერეთში -166.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 180, მათგან თბილისში - 142, აჭარაში - 3, იმერეთში - 7.

1 008 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 728 - თბილისში, 268- აჭარაში. 12 170 ინფიცირებული კურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 53 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 16 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 952 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 413 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 104, პირი, აჭარაში - 1 334, იმერეთში - 1 234.