დღეს, ავღანეთის ხელისუფლებისა და „თალიბანის“ წარმომადგენლები ერთმანეთს ყატარში შეხვდებიან

დღეს, ავღანეთის მთავრობის და „თალიბანის“ დელეგაციები ერთმანეთს ყატარის დედაქალაქ დოჰაში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას France24 აცრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები შეხვედრაზე განიხილავენ გარდამავალი ხელისუფლების ჩამოყალიბების, ასევე ცეცხლის შეწყვეტისა და პატიმართა გაცვლის საკითხებს.

2020 წლის სექტემბრიდან ყატარში შიდაავღანური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ მხარეები გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხებზე ჯერ ვერ თანხმდებიან. კერძოდ, ვერ თანხმდებიან სამთავრობო ძალებსა და „თალიბანს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.