რუსეთში, მცირე ზომის თვითმფრინავი, An-28, რომელიც ციმბირში, ტომსკის ოლქში რეგიონულ რეისს ასრულებდა და რადარებიდან გაქრა, იპოვეს.
თვრამეტივე მგზავრი ცოცხალია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ პილოტს ფეხი აქვს მოტეხილი. როგორც მისი კოლეგა ჰყვება, თვითმფრინავის ავარიულად დაშვება მოუწიათ, რადგან ორივე ძრავი გაითიშა.
რუსეთის რეგიონებში, ავიაკატასტროფები საკმაოდ ხშირია, რისი ძირითადი მიზეზიც ძველი თვითმფრინავებია.
ტომსკის ოლქში, მცირე ზომის თვითმფრინავი, "ანტონოვ-28" 2012 წელსაც ჩამოვარდა. შემთხვევას 10 ადამიანი ემსხვერპლა, კატასტროფის მიზეზი გამოძიების მიხედვით, ის გახდა, რომ ორივე პილოტი ნასვამი იყო.