იან კელი მოსამართლეების დანიშვნაზე: ეს არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი დასავლური დემოკრატიიდან ერთპარტიული სისტემისკენ

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი უზენაესი მოსამართლეების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

მისი შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი დასავლური დემოკრატიიდან ერთპარტიულ მმართველობისკენ.

"აშშ-მ მილიარდები დახარჯა ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად. რაც, ალბათ, ყველაზე მთავარია ძალთა ბალანსის დასადგენად. ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი დასავლური დემოკრატიიდან ერთპარტიული მმართველობისკენ. ქართულმა ოცნებამ ახლავე უნდა შეაჩეროს ეს პროცესი". - წერს იან კელი Twitter-ზე.