ჯო ბაიდენი ერაყის პრემიერ-მინისტრს თეთრ სახლში უმასპინძლებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 26 ივლისს თეთრ სახლში ერაყის პრემიერ-მინისტრს მუსტაფა ალ-კადიმს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციათ თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის განცხადებით,მხარეები შეხვედრაზე აშშ-სა და ერაყს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს განიხილავენ.

"პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხაზს უსვამს სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებსა და ერაყს შორის და ხელს შეუწყობს ორმხრივ თანამშრომლობის გაღრმავებას "სტრატეგიული ჩარჩო შეთანხმების" შესაბამისად.

ასევე განიხილავენ საერთო ინტერესის მნიშვნელოვან სფეროებს, მათ შორის განათლების, ჯანდაცვის, კულტურის, ენერგეტიკისა და კლიმატის საკითხებს.

პრეზიდენტი ბაიდენი ასევე ელოდება ერაყთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, რათა ერთობლივი ძალისხმევითდაამარცხონ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო" (ISIS-ი)", - ნათქვამია განცხადებაში.