ესპანეთში, კოსტა ბრავას რეგიონში 90 სახანძრო ეკიპაჟი და სახანძრო თვითმფრინავებია მობილიზებული, რომლებიც კაპ დე კრეუსის ეროვნულ პარკში ხანძარს ებრძვიან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ხანძარი, რომელიც პოლიციის მოსაზრებით გადაგდებულმა სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია, 400 ჰექტარზეა გავრცელებული.
ხანძრის გავრცელების საშიშროების გამო, 230-ზე მეტ ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება და დროებითი თავშესაფრის ძებნა მოუწია.
პოლიციის განცხადებით, ხანძრის გაჩენაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული.