ჩინური წარმოების ვაქცინა Zhifei, რომელიც მეტსახელად ZF2001 სახელით არის ცნობილი, ეფექტურია კორონავირუსის ყველა შტამის წინააღმდეგ, მათ შორის ყველაზე სწრაფად გავრცელებადი ,,დელტა" ვარიანტის წინააღმდეგაც.
როგორც უცხოური მედია იტყობინება, ჩინური კომპანიის Chongqing Zhifei Biological Products-ის ექსპერტების მიერ შექმილი ეს ახალი ვაქცინა, უკვე დამტკიცებულია გადაუდებელი აუცილებლობისთვის ჩინეთსა და უზბეკეთში და ამ ქვეყნებში ამ ვაქცინას უკვე სცდიან.
გამოცემის ინფორმაციით, ყველა ვარიანტის საწინააღმდეგო ეფექტურობისთვის საჭიროა ვაქცინის 3 დოზით აცრა.
კვლევების თანახმად Zhifei-ის ვაქცინა მეტწილად ინარჩუნებს განეიტრალების ეფექტს ,,დელტას" ვარიანტის მიმართაც კი.