შარლ მიშელი: უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროკავშირის ინტერესებშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აზერბაიჯანში ჩავიდა. მიშელმა შეჰიდთა ხეივანში საბჭოთა კავშირის აგრესიის დროს დაღუპულთა სასაფლაო ყვავილებით შეამკო.

„მე პატივი მივაგე აზერბაიჯანელების წინააღმდეგ საბჭოთა აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნას. უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროკავშირის ინტერესებშია და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემადგენელი ნაწილია“, - წერს მიშელი Twitter-ზე.

ცნობისთვის, საქართველოში, მორიგი ოფიციალური ვიზიტით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღეს ჩამოვა.

ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი კონცეფციის წარსადგენად ემზადება