ოპოზიციის წარმომადგენლებმა, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო პროტესტი გამოხატეს და შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას გარდაცვლილი ოპერატორის ფოტოსურათები გაშალეს.
აღნიშნულს ხმაური და დაპირისპირება მოყვა უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის.
როგორც ცნობილია, ოპოზიციის პროტესტს ჟურნალისტების ნაწილიც შეუერთდა და სხდომათა დარბაზში მყოფმა მედიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი სივრციდან გადმოფინეს ბანერი წარწერით - ,,დასაჯე მოძალადეები".
პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზში ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
ამ წუთებში კვლავ ხმაურია საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე და მინისტრის მოსმენა ჯერაც არ განახლებულა.