ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაშია

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავა.

BBC-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი ჯანდაცვის მდივან საჯიდ ჯავიდისთან კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

პრემიერი დაგეგმილ შეხვედრებს დისტანციურად გამართავს. იზოლაციაში გადავა კანცლერი რიში სუნაკიც. აღსანიშნავია, რომ ბორის ჯონსონი COVID-19-ით უკვე იყო ინფიცირებული და მან დაავადება მძიმედ გადაიტანა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაშიც კი იმყოფებოდა.