Associated Press-ის ინფორმაციით, კლიმატის ცვლილების გამო, გრენლანდიის ხელისუფლებამ ნავთობის ჭაბურღილებზე საძიებო სამუშაოები შეაჩერა და ნავთობის მოპოვებაზე უარს ამბობს.
როგორც გრენლანდიის მთავრობა აცხადებს, რომ მათთვის გლობალური დათბობა პრიორიტეტული საკითხია.
გრენლანდიის წყლებში ნავთობის მოპოვების შეჩერების შესახებ ხელისუფლებამ გადაწვეტილება 24 ივნისს მიიღო, თუმცა ინფორმაცია 15 ივლისს გაასაჯაროვა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით ქვეყანაში ნავთობის არსებული მარაგი დაახლოებით 17,5 მილიარდი ბარელია, ხოლო ბუნებრივი აირის მარაგი ოთხ ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.