შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიის ჩრდილოეთ-დასავლეთით სულ მცირე 60 ადამიანი გაიტაცეს და ერთი კი მოკლეს.
როგორც Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, თავდამსხმელები დასახლებულ პუნქტებში მოტოციკლეტებით გადაადგილდებოდნენ და ჰაერში უმისამართოდ ცეცხლს ხსნიდნენ.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.